|
2021-05-28 00:38:37, 765 ნახვა
კომენტარი
მარიტა მუსელიანი - კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილებაში ხელს შევუშლით, უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია
„კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილებაში ხელს შევუშლით, უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ მარიტა მუსელიანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „რიონის ხეობის მცველები“ მოძრაობას სრულად აკონტროლებენ და ყველა გზაზე მათი კარავია. „ჩვენ ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია და რამდენადაც შეგვეძლება, კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილებაში ხელს შევუშლით. ამ მანქანებმა აქ უნდა გაიარონ, ყველა შემთხვევაში და ჩვენი კარავი ყველა გზაზე გვაქვს, ორივე მხრიდან. ამ მხრივ, მოძრაობას სრულად ვაკონტროლებთ. თუ ამ კარვებს პოლიცია კიდევ დაგვიშლის და შემდეგ ძალადობაში გადავა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჯერჯერობით, არ მოძრაობენ. ეტყობა, ერიდებიან, რადგან პროტესტი ახალი ძალებით, ახალი დაბრუნებულია და იმ კორდონს მიღმა არიან შეკეტილი. ჯერჯერობით, მათი მოძრაობა არ შეგვიმჩნევია. რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად უნდა ვიმოქმედოთ. აქ უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია“, - განაცხადა მარიტა მუსელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)