|
2021-05-27 19:09:05, 693 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე „ნამახვანჰესის“ აქციზე - რამდენად შეიძლება, დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ
„რამდენად შეიძლება, დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნამახვანჰესის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „რიონის ხეობის მცველების“ მიდგომა არასწორია და ყველა კითხვას სწორი განმარტება სჭირდება. „ეს კითხვები საჭიროებს სწორ განმარტებას. არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია, რომ ემიგრანტები ამას უზრუნველყოფენ. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ. ეთერში არ ჯდები და დებატებში მონაწილეობას არ იღებ, არგუმენტებს ზოგადად ამბობ და ხარვეზებზე მიუთითებ, რომელ ხარვეზებზეც იცი, რომ უდიდესი ნაწილი, რომელიც ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, აღმოფხვრილია. შეიძლება, რაღაც დეტალებზე საუბარი კიდევ გავაგრძელოთ, ამ დროს პირიქით, ამატებ მოთხოვნას, რომ არა თუ „ნამახვანჰესი“, არამედ უნდა გაჩერდეს ყველა ჰესი და საქართველოს ენერგეტიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ეს არ მგონია სწორი მიდგომა იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)