11:38 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 12:28:25, 896 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ქადაგიშვილი - იმუქრებიან, 26 მაისს ქვეყანას არ ვაზეიმებთო, ვინ არიან? წავიდნენ, იშრომონ და საქმე გააკეთონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტის მონაწილეების უკან საღი აზრი არ დგას და შესაძლოა, ისინი მანიპულაციის ქვეშ აღმოჩნდნენ.

„მაქსიმალურად ხდება გამოგონილი, თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. იმუქრებიან, რომ ქვეყანას გავაჩერებთ, კრიზისში ჩავაგდებთ, 26 მაისის დღესასწაულს ქვეყანას არ ვაზეიმებთ, ვინ არიან?! ეკოლოგიის მომხრეები არიან თუ ქვეყნის ოკუპაციის მომხრეები? რა გააკეთეს იმისთანა ამ ქვეყნისათვის, რომ დღეს ქვეყნის გაჩერების რესურსი გააჩნიათ? წავიდნენ, იშრომონ და საქმე გააკეთონ. ამ ადამიანების უკან საღი აზრი რომ არ დგას, ეს არის ფაქტი, ეს არის ორჯერ ორი ოთხი და როცა ადამიანის უკან საღი აზრი არ დგას, ამ დროს ყველანაირი რესურსი არსებობს, რომ მანიპულაციის ქვეშ აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics