|
2021-05-24 23:43:49, 760 ნახვა
სამართალი
სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების, ლ.კ.-ს, ი.დ.-ს, მ.გ.-ს და ო.ე.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ასევე ხელბარგის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული, ჯამში 25 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა, თითოეულს - 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო უკრაინის მოქალაქეს, რომელიც უკანონოდ 14 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)