|
2021-05-24 11:00:29, 809 ნახვა
კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - ოპოზიციისა და ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ „შავი კამპანიაა“ აგორებული
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილისგან და ხელისუფლებისგან მათ წინააღმდეგ შავი კამპანიაა აგორებული. როგორც ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებისთვის დღეს, 12:00 საათამდე მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ არ გადაწყდება ხალხის სასარგებლოდ. „ჩვენ ამ პროტესტს არ შევწყვეტთ, იმიტომ რომ არის სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტი, ამიტომ გაგრძელდება, ვიდრე ეს ყველაფერი არ გადაწყდება ხალხის სასარგებლოდ. ამიტომ 12 საათისთვის ჩვენ გავაკეთებთ სცენიდან განცხადებას. სამთავრობო უწყებებთან მივალთ, გზას გადავკეტავთ, ამ კონკრეტიკას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ და არც ვანიჭებთ რაიმე უპირატესობას. თუ ვინმეს უფრო მეტად სჭირდება გაცნობიერება, ვთხოვთ, რომ გაერკვეს საკითხში და ნუ აყვება შავ პიარ კამპანიას, რომელიც აგორებულია მთელი ამ ბრძოლის ირგვლივ, ვხედავთ, ოპოზიციის დიდი ნაწილისგან და ხელისუფლება, ბუნებრივია გვაშავებს, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ვხედავთ ზოგადად შეტევას ჩვენი მისამართით“, -განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)