|
2021-05-22 19:49:53, 639 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - პარტიის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს
„პარტიის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის ბერკეტი რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებლად უნდა გამოიყენოს. „მესმის, რომ საზოგადოება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ელოდება. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სამომავლო გეგმები და სტრატეგია, რადგან ეს მხოლოდ შესვლა - არ შესვლაზე კიარ აისახება, არამედ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია რეჟიმის დამარცხებაში. მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ. რეგიონებში გასვლა და ჩვენს აქტივთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პოზიცია საზოგადოებამ იცის, მე ძალიან მკვეთრი პოზიცია მაქვს. ვფიქრობ, ეს ბერკეტი გამოსაყენებელია. ვესაუბრებით ცალკეულ ჯგუფებს და გადაწყვეტილების მიღებაში ამ ადამიანების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. პარტიის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით დაახლოებით რამდენიმე დღეში პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)