|
2021-05-21 11:20:45, 732 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით უნდა დაიწყოს. სასამართლო პროცესს არ დაესწრება თავად ბრალდებული, ნიკა მელია, რადგან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის სასამართლო დარბაზიდან ერთ-ერთ პროცესზე გააძევა. როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეები ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არიან. „იწყება არსებითი სასამართლო სხდომა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოვიკვლიოთ. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი მოწმეების მოყვანას აპირებს ბრალდების მხარე. ბრალდების ძირითადი მოწმეები არიან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, დაახლოებით 90%, რომლებიც აძლევენ ჩვენებას მათ მიერ მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)