06:59 - 14 Aug, 2026
|
2021-05-15 16:05:07, 781 ნახვა
კომენტარი
კახა კუჭავა - თუ „ენმ“ საპარლამენტო ცხოვრებას შემოუერთდება, კარგი იქნება, ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია
„თუ „ენმ“ შემოუერთდება საპარლამენტო ცხოვრებას, კარგი იქნება, რადგან ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის ინტერესიდან გამომდინარე 150 ადგილი აუცილებლად უნდა შეივსოს. „პარლამენტის ინტერესიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და 150 ადგილი აუცილებელია, იყოს შევსებული, რათა თითოეული ამომრჩევლის ხმა ისმოდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან. თუ საბოლოოდ მაინც მიიღებენ გადაწყვეტილებას და ისინი შემოუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, მე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ჯანსაღი კრიტიკა, რომელის ადგილიც ზუსტად არის პარლამენტში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)