|
2021-05-15 15:01:26, 830 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო
მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ. გაყალბებული არჩვენებისა და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციის გამო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მიერ თამარ ჟვანიას მიმართ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ცესკოს“ თავმჯდომარე ოპოზიციის მხრიდან ბულინგის მსხვერპლია. „იმ აღვირახსნილი კამპანიის შემდეგ, რაც ოპოზიციამ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აწარმოა, თან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც გაყალბებული არჩევნების შემოქმედნი იყვნენ, სულ მცირე მორალური უფლება რომ მოიპოვონ თამარ ჟვანიას მომავალზე საუბრისთვის, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ. გაყალბებული არჩვენებისა და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)