|
2021-05-13 22:57:48, 646 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - წელს 100-მდე ობიექტის მშენებლობასა და ინფრასტურქტურის გამართვაზე 80 მილიონ ლარს დავხარჯავთ
მიმდინარე წელს თავდაცვის ძალები 100-მდე ობიექტის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის გამართვაზე 80 მილიონ ლარს დახარჯავს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. „თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წლებთან შედარებით 4-ჯერ მეტი თანხაა. წელს ამ მიმართულებით დავხარჯავთ 80 მილიონ ლარს და გავარემონტებთ 100-მდე ობიექტს. ჩვენ უნდა გვქონდეს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)