|
2021-05-08 21:50:26, 907 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას მხრიდან ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის პირობის მიღება ნიშნავს დოკუმენტზე ხელმოწერას
"ნიკა მელიას მხრიდან ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის პირობის მიღება ნიშნავს დოკუმენტზე ხელმოწერას", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას სურს მონაწილეობა მიიღოს ამნისტიის კანონპროექტში. "ჩემი აზრით, გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას მხრიდან, ზოგადად, ამ პირობების მიღება, ზოგადად, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის პირობის მიღება, თავისთავად, ნიშნავს დოკუმენტზე ხელმოწერას. მე ასე მგონია. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ადამიანი ციხიდან გათავისუფლდეს ამ დოკუმენტის შესაბამისად და შემდეგ მისი ნაწილი არ იყოს. მე მგონია, რომ ნიკა მელიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამნისტიის დოკუმენტის შემუშავებაში, ისე, რომ ჩვენ მოვახერხოთ შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად რეალიზებას",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)