|
2021-05-08 17:08:29, 744 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ის აუცილებლად იქნება დამარცხებული
„ივანიშვილის რეჟიმი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ის აუცილებლად იქნება დამარცხებული“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ არ აპირებეს შეთანხმებას შეუერთდეს. „ევროპული საქართველო“ არც ერთ შემთხვევაში შეთანხმებას არ შეუერთდება, ჩვენ არ ვიქცევით იმის მიხედვით, ვინ რა პოზიციას დაიკავებს. ვიქცევით ისე, რაც მიგვაჩნია სწორად ქვეყნის ინტერესებისთვის. ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის ყველანაირად კარგი ამბავი, თუმცა ერთადერთი ხინჯი რაც ამ პროცესს აქვს არის ის რომ, მეტ-ნაკლები წარმატებით გამოუვიდა ივანიშვილის რეჟიმს ვაჭრობა პოლიტიკური პატიმრებით. ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი მისივე მავნებლური პოლიტიკის შედეგად, რომ აუცილებლად იქნება დამარცხებული“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)