|
2021-05-05 13:24:15, 1101 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი სამადაშვილის განცხადებაზე - კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურ თამაშს ჰგავს
კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურ თამაშს ჰგავს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამადაშვილი ცდილობს გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომ ყველას წინაშე მართალი იყოს. „კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურ თამაშს ჰგავს იმ ადამიანისგან, რომელიც თვითონ მოღალატედ შერაცხა იმ ჯგუფმა, ვისაც ჩამოცილდა. ახლა ცდილობს გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომ ყველას წინაშე მართალი იყოს, ეგრე არ გამოვა, ან საზოგადოების წინაშე ხარ მართალი ან „ნაცმოძრაობის“ წინაშე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამნისტიის პროექტში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის თანხმობის ჩადებით, ირაკლი კობახიძე ცდილობს პროცესები ჩიხში შეიყვანოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)