|
2021-05-04 13:22:28, 816 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი. მისივე თქმით, მოკლე ხანში, ბაზარზე შესაძლოა გამოჩნდეს მეტად აქტიურად კორონავირუსის საწინაღმდეგო „ნოვავაქსის“ ვაქცინა. „ამ ეტაპზე „სინოფარმი“ გვაქვს. ასევე იცით, „სინოვაკია“ ქვეყანაში და მის გამოყენებასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად დავიწყებთ. გუშინ უკვე გამოქვეყნდა ძალიან კარგი მონაცემები, ორივე ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, რაც იმედის მომცემია იმ კუთხით, რომ ავტორიზაციას ორივე ვაქცინა მალე მიიღებს. მოკლე ხანში შესაძლებელია ბაზარზე „ნოვავაქსის“ მეტად აქტიურად გამოჩენა, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმით, ასევე უშუალოდ „ნოვავაქსთან“ მოლაპარაკების საშუალებით. ასევე „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი. მიდის მუშაობა „ფაიზერთან“ დამატებით დოზებზე, რაზეც ინფორმაცია მოკლე ხანში გვექნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)