|
2021-04-29 10:08:38, 641 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 29 აპრილს გაიმართება. როგორც მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, ხელისუფლებას, პროკურატურასა და სასამართლოს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ, რომ ნიკა მელია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლონ. „ხვალ, 29 აპრილს 11:00 საათზე ჩანიშნულია მორიგი სასამართლო პროცესი ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. ხელისუფლებას, პროკურატურას და სასამართლოს აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ ნიკა მელია გაათავისუფლონ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკანონო პატიმრობიდან. მათ შეუძლიათ, რომ მიმართონ შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვონ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. სასამართლოს შეუძლია, წერტილი დაუსვას ამ უკანონო პატიმრობას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამ შანსს“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მას ბრალი ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 13 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)