|
2021-04-28 17:10:35, 916 ნახვა
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში საბავშვო ბაღი გაიხსნა - დაწესებულება 60-მდე აღსაზრდელს ემსახურება
ახალციხის მუნიციპალიტეში არსებულ საბავშვო ბაღებს, კიდევ ერთი, სოფელ სვირის საბავშვო ბაღი შეემატა. დაწესებულება სამი სოფლის სვირის, ბოგისა და ტატანისის 60 -მდე აღსაზრდელს ემსახურება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. ასევე, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო და დაიდგა გასართობი ატრაქციონები. საბავშვო ბაღი დღეს, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა გახსნეს. სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებასაც დაესწრნენ. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 342 ლარით დაფინანსდა. შენობაში, საბავშვო ბაღის გარდა, განთავსებულია ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკაც. სტუმრებმა დღესვე ახლადგახსნილი ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და იქ არსებულ წიგნად ფონდს ადგილზე გაეცნენ, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ კი ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა. აღსანიშნავია, რომ სოფელში ათეული წლებია არც საბავშვო ბაღი და არც ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებდა. ახლა კი, პატარები თანამედროვე სტანდარტებზე მქონე საბავშვო ბაღში ეუფლებიან სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევებს, ხოლო ახალგაზრდები განახლებული ბიბლიოთეკითა და ახალგაზრდული ღონისძიებებისათვის საჭირო სივრცით სარგებლობენ.
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)