|
2021-04-27 19:30:13, 886 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია, მხოლოდ დაზარალებულის თანხმობაზე ვერ შეთანხმდა. „ჩვენ ვიძახით, რომ ამნისტიაზე დაზარალებულისგან უნდა იყოს თანხმობა, ქართული ოცნება იძახის, რომ არ უნდა იყოს, ეს არის ის საკითხი რაზეც ვერ შევჯერდით. ხვალ პარლამენტში ამნისტის შესახებ ორი კანონპროექტი განიხილება, ორივე კანონპროექტით გათავისუფლდება ნიკა მელია, არც ერთი კანონპროექტი არ გავრცელდება თვალის დათხრაზე, ბრძანების გამცემებზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ვერ შევთანხმდით დაზარალებულის თანხმობაზე, შეთანხმების ფარგლებში ყოველთვის ერთი კანონპროექტი ვერ იქნება. ჩვენ ასევე შევთანხმდით იმაზეც, რომ ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება კონსულტაციები, რომ დადებული შეთანხმების პუნქტები შესრულდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)