09:38 - 14 Aug, 2026
|
2021-04-27 13:12:46, 739 ნახვა
კომენტარი
ალეკო ელისაშვილი - კარგია, რომ ოპოზიციის ადგილები შეივსო, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“
მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტმა დროა ხალხზე და მათ პრობლემებზე დაიწყოს საუბარი „კარგია რომ ოპოზიციის ადგილები შეივსო, ადრე სჯობდა ეს მომხდარიყო, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ჩვენ თებერვალში შემოვედით პარლამენტში, მე და ლევან იოსელიანი, დღეს 27 აპრილია და ამ ხნის განმავლობაში, ყველას არ ეხება ვინ ჩემს ზურგს უკან ზის, ბევრი ჭუჭყი ავიტანეთ ჩვენი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ამას ვითმენდით და ვიტანდით, რატომ? ეს ქვეყანა გვიყვარს და ჩვენი შემოსვლა იყო სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის. მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ ვიცოდით, დღევანდელი დღე მოვიდოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადრე მომხდარიყო სჯობდა, თუმცა წარსულზე საუბარი არ გვინდა, მომავალზე ვილაპარაკოთ, ხალხზე ვილაპარაკოთ და მათ პრობლემებზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)