|
2021-04-23 22:45:13, 710 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - სავარაუდოდ, წელსაც მოგვიწევს იგივეს გაკეთება, რაც შარშან აღდგომას გავაკეთეთ
„სავარაუდოდ, წელსაც მოგვიწევს იგივეს გაკეთება, რაც შარშან აღდგომას გავაკეთეთ“, - ამის შესახებ ინფრექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია გააჩნია ვაქცინების შესახებ და ამიტომ ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის. „სამი რამის ბრალია, როდესაც ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით მიდის. არაინფორმირებულობის, არასწორი ინფორმირებულობის, როდესაც მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან და მესამე ის სამწუხარო შემთხვევა, რაც მოხდა. ეს შემთხვევა იყო სუფთა დამთხვევა. მე ცალსახად ვიტყვი და მზად ვარ შევხვდე ჩვენს ოპონენტებს, ჩვენ რომ გვაქვს ასეთი სამედიცინო სისტემა, ძალიან ბევრს არ აქვს. სად არის უცხოეთში ასეთი გამართული სისტემა?! უცხოეთებში ვაქცინაცია კეთდება, მაღაზიებში, მანქანებში და ა.შ. ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, წელსაც მოგვიწევს იგივეს გაკეთება, რაც შარშან აღდგომას გავაკეთეთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)