19:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 16:46:55, 650 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ნადარეიშვილი: პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან დიალოგი მათი მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შემდგომი განვითარებისთვის

მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებულ პერსპექტივებზე, ასევე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს სასტუმრო „სტამბაში" გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა. შეხვედრაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექპერტები მონაწილეობდნენ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მთელი რიგი ინსტრუმენტები და პროგრამები შეიქმნა, რომლებიც მიზნად ისახავს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რომელიც, თავის მხრივ,  ქართული ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს.

„ამ მიმართულებამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა პანდემიის პერიოდში, როდესაც ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი დადგა, განსაკუთრებულად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას. ამ შემთხვევაში საკითხების სპექტრი  საკმაოდ მრავალფეროვანია და დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ პროგრამების საბოლოო მომხმარებელთან - კერძო სექტორთან დიალოგს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომავალშიც სახელმწიფო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისი შეფასებით, შეხვედრების ასეთი ფორმატი მნიშვნელოვანია, მათ შორის,  საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობიდან გამომდინარე, იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც მათი ხელშეწყობისთ ხორციელდება და ძალიან კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა  როგორც მიმდინარე, ასევე საშუალოვადიან პერიოდში.

დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის სახელწოდებით „მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოება" საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ასევე USAID-ის  ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics