|
2021-04-17 20:09:33, 686 ნახვა
სამართალი
შსს-მ აჭარაში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით მისულ პოლიციელებს გ.ნ.- მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - 1980 წელს დაბადებულ ჭ.ა.-ს მინის ბოთლის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. პოლიციამ გ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა“, - ვკითხულობ განცხადებაში. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)