|
2021-04-17 11:11:43, 674 ნახვა
სამართალი
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. როგორც დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, წურწუმია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. „ბრალის წარდგენა სავარაუდოდ, მოხდება დღის მეორე ნახევარში. არ მგონია საქმის მასალები იყოს იმდენად მოცულობადი, რომ რაიმე დამატებით ღონისძიებებს საჭიროებდეს. რაც შეეხება ნიკოლოზ წურწუმიას, ამასთან დფაკავშირებით ახლა შევდივარ წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ მოვინახულო ბრალდებული და გავესაუბრო. უკვე იქნება დამშვიდებული და ბევრ საკითხთან დაკავშირებით ექნებოდა ფიქრის საშუალება. მას „საქართველოს ბანკში“ მყოფი პირების მიმართ მოთხოვნები არ ჰქონია. მისი განზრახვა ვინმეს დაყაჩაღება არ ყოფილა“, - განაცხადა გიორგი ბარდაველიძემ. ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გუშინ შეიარაღებული პირი, ნიკოლოზ წურწუმია შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, მას მძევლად 7 პირი ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელი მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით რამდენიმე საათში დააკავეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)