13:10 - 17 Aug, 2026
|
2021-04-14 10:16:20, 1879 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 5-ჯერ დარღვევას 1 სამხედრო ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ დონბასში 5-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად გარდაიცვალა 1 სამხედრო, 3 ჯარისკაცი კი, დაიჭრა. რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აპრილის დასაწყისიდან მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)