|
2021-04-13 16:34:59, 4464 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-მა Johnson&Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა, მიზეზი თრომბთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენაა
ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა Johnson&Johnson-ის ვაქცინის გამოყენების დაუყოვნებლივ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც „ბი ბი სი“ იუწყება, აცრის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში ექვს ბენეფიციარს იშვიათი აშლილობა დაუდასტურდა, რომელიც თრომბთან არის დაკავშირებული. ექვსივე ვაქცინირებული 18-დან 48 წლამდე ქალი იყო, აქედან ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე კრიტიკული მდგომარეობით კლინიკაში იმყოფება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაქცინის დროებით შეჩერება უკიდურესი სიფრთხილის გამო გადაწყდა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომმდე შეერთებულ შტატებში Johnson&Johnson-ის ვაქცინით შვიდ მილიონამდე ადამიანია აცრილი, ხოლო ცხრა მილიონი დოზა ჯერ კიდევ გამოუყენებელია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)