|
2021-04-13 12:45:38, 739 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარება
"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში ჩვენ გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა - დაახლოებით 31 პროცენტით," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2021 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომელიც დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. მინისტრის განცხადებით, 2021 წლის მარტში ექსპორტის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიური პარამეტრი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელი ექსპორტის მოცულობის მიხედვით რეკორდული იყო საქართველოსთვის. „ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით - საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის," - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)