21:06 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-10 13:18:49, 1142 ნახვა

სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე დააკავეს

სამართალდამველებმა „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე დააკავეს. დაკავებულის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ქუთათელაძე „ჰუმათჰესთან“ სამართალდამცველები მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა გადაადგილებას რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

როგორც ადვოკატი სალომე სალდაძე აცხადებს, ლაშა ქუთათელაძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელსაც მისივე თქმით, ადგილი არ ჰქონია.

„მე უკვე შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ლაშა ქუთათელაძეს, მივიღე მისგან ინფორმაცია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარდგენილი პრეტენზია რაც აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს მასთან მიმართებაში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად ეს პირი, ვინაიდან სამართალდარღვევას არ ჰქონია ადგილი. მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ სასამართლოში, რომელიც დღეს იქნება გვექნება იგივე პოზიცია და ამ პოზიციით დავიცავთ ლაშა ქუთათელაძის ინტერესებს“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics