14:21 - 14 Aug, 2026
|
2021-04-06 13:56:30, 744 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - თუ დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, მოგვიწევს აქტიურ შეზღუდვებზე ფიქრი
თუ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, მოგვიწევს აქტიურ შეზღუდვებზე ფიქრი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ბოლო 2 კვირის მონაცემებით, საქართველოში დადებითობის მაჩვენებელი 1,94%-ს შეადგენს. „2%-ია ჩვენთვის ის დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალება. ბოლო 2 კვირის მაჩვენებელა 1,94%-ია, 5% კი, უკვე საგანგაშო მაჩვენებელია. 2%-ს როდესაც გადასცდება დადებითობის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოგვიწევს ფიქრი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)