|
2021-03-31 13:23:07, 1048 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი ეპიდვითარება საყურადღებოა - ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების
დღევანდელი ეპიდვითარება საყურადღებოა - ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზოგადოებას შეუძლია წესებისა და რეკომენდაციების დაცვით, დაძლიოს მესამე ტალღა და ქვეყანაში არ განმეორეს ნოემბერ-დეკემბრის მსგავსი ეპიდვითარება. ამასთანავე, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტპზე, საყურადღებოა რამდენიმე რეგიონი, კერძოდ, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და თბილისი. „დღევანდელი მდგომარეობა შემდეგია, მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული პირბადის გამოყენება, არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას, კვლავ გვაქვს მრავალკაციანი ქორწილები, ქელეხები და ეს ყველაფერი ისახება ეპიდვითარებაზე. დღევანდელი ეპიდვითარება საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში, ეს არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ასევე თბილისიც. მხოლოდ ერთობლივი ჩართულობით, მოსახლეობის აქტიურობით, ყველა იმ ღონისძიების მიმართ და წესის დაცვით, მთავრობა შეძლებს რომ დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და შევძლოთ, რომ თამამდად გავიაროთ მესამე ტალღა და არ გვქონდეს ის ძალიან მაღალი მაჩვეებლი, რომელიც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში. ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების, ვინაიდან ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკურია აქტივობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)