|
2021-03-29 21:08:52, 1341 ნახვა
სამართალი
შსს-მ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს. 1982 წელს დაბადებული ო.ს. დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს პისტოლეტიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, საგარეჯოში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)