|
2021-03-24 02:12:31, 652 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბატონი დავითის წვლილი ჩვენს შედეგებში, მათ შორის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის უზარმაზარი
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარი მოადგილის დავით სუჯაშვილის Facebook პოსტთან დაკავშირებით „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებების შემდეგ სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ პოსტი შეცდომით დაიდო მის სოციალურ ქსელში. „მან თვითონ განმარტა, რომ მისი თანაშემწის შეცდომაა, ის არის მძიმე მდგომარეობაში და სთხოვა საზოგადოებას, რომ აღარ განევრცოთ აღნიშნული თემა, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ხოლმე“, - განაცხადა მინისტრმა. მისი შეფასებით, დავით სუჯაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის უწყების წარმატებული რეფორმების გატარებასა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩემი აზრით, ჩვენს უწყებაში, ჩვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ბატონი პრემიერის მიერ დაწყებული ინიციატივები მაღალი ტემპით მიდის და ჩვენ პირველი ხელმძღვანელობა ვართ უწყებაში, ვინც პრაქტიკულად სრულიად თქვა უარი საბჭოთა მემკვიდრეობაზე, ყველა გეგმა შეთანხმებულია და გაკეთებულია პარტნიორებთან ერთად. ბატონი დავითის წვლილი ჩვენს შედეგებში, მათ შორის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის უზარმაზარი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)