|
2021-03-22 22:06:44, 817 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი - საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერები ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისტემურ იარაღად გამოიყენება
„საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერები ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისტემურ იარაღად გამოიყენება“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მსგავსი ფაქტების მიმართ დამაჯერებელი ნაბიჯები უნდა გადადგას. „საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, თუ გამოქვეყნების მუქარის შემთხვევებს ძირითადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ აქვს ადგილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება. სახალხო დამცველი გმობს სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფის პრაქტიკას, სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და სახელმწიფოს დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინტერვიუ, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი დავალება ბინებში შეღწევა და ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. მისივე თქმით მას არ ეუბნებოდნენ, ვის სახლში უშვებდნენ კამერების დასაყენებლად, თუმცა, მთავარი არხი აღნიშნავს, რომ გულაშვილმა რამდენიმე მათგანი თავად ამოიცნო, მათ შორის, ანა დოლიძის სახლი.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)