|
2021-03-19 01:39:55, 725 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ არაფერ რაციონალურზე თანახმა არ იყო
„ქართული ოცნება“ არაფერ რაციონალურზე თანახმა არ იყო“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლები“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს არ აინტერესებს ევროკავშირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რეპუტაცია და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. „მოლაპარაკებების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს მთელი ამ დღეების განმავლობაში რომ დაედოთ დოკუმენტი რომელზეც „ქართულო ოცნების“ მხრიდან იქნებოდა თანხმობა. მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში მოხდა ის რაც მოხდა და დასრულდა ეს მოლაპარაკებები. მე არ მჯერა რომ „ქართულ ოცნებას“, ამ ხალხს არ ესმის რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთის ამ პროცესზე. არ ესმით რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხიმგებლობა და საკუთარი და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორის პინაზე. ე რთადერთი ახსნა ამ ყველაფერს აქვს ის, რომ ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, რეპუტაციაც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც. მომლაპარაკებლების მცდელობა იყო რომ მიეღწიათ ისეთი დოკუმენტისთვის, რომელზეც ქართული ოცნება მაინც იქნებოდა თანახმა. დოკუმენტი რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა. ჩვენთვის ამოუხსნელი იყო რატომ ხდებოდა ეს, მაგრამ მერე ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა არაფერზე. საუბარი იმაზე კი არ იყო, რომ რაიმე კომპრომისზე წამოსულიყვნენ, არაფერ რაციონალურზე ისინი თანახმა არ იყვნენ. არაფერზე საერთოდ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)