|
2021-03-18 23:06:57, 608 ნახვა
კომენტარი
ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე: დაუზუსტებელი შოკი აქვს - ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად
„დაუზუსტებელი შოკი აქვს - ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარმა ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ 27 წლის ექთან უნდა ჩაუტარდეს დამატებითი კვლევები, რომელიც დაადგენს დაუდგენელი შოკის მიზეზებს. „გემოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარდა ყველა კვლევა რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები და მინდა ჩვენ მოსახლეობას ვუთხრა რომ ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ლაბორატორიული კვლევების მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი, გაკეთდა ვაქცინა და ღრმა კვლევების ჩატარებამდე ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ეს. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მისი გამოჯანმრთელების პროცესი“, - განაცხადა ლევან რატიანმა. შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი რეაქცია, სავარაუდოდ კი ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. ექთანი რამდენიმე წუთის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)