|
2021-03-18 15:18:35, 378 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვექნება სრულყოფილი, ხარისხიანი მეტეოროლოგიური ინფორმაცია
„2020 წელს ქუთაისში დამონტაჟდა თანამედროვე რადარი. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემები, ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა იმისთვის, რომ ზუსტი მეტეოროლოგიური ინფორმაცია გვქონდეს, რომელიც მთლიანად დასავლეთ საქართველოს ფარავს. უკვე მიმდინარე წელს, დაგეგმილია ქალაქ თბილისთან, შიდა ქართლის ტერიტორიის, დიდწილად ქვემო ქართლისა და, ასევე, სამცხის მეტეოროლოგიური მონაცემების დამუშავებისთვის, ასეთივე თანამედროვე რადარის განთავსება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ კახეთში გვაქვს თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი და ამ სამი რადარის ინფორმაცია, ფაქტობრივად, დაფარავს მთლიან საქართველოს. ჩვენ გვექნება სრულყოფილი, ხარისხიანი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, როგორც პრევენციული ღონისძიებებისთვის, ისე ინფრასტრუქტურისთვის, სოფლის მეურნეობისთვის და სხვა მიმართულებებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი; ჩვენ გვექნება ამინდის პროგნოზის ძალიან ზუსტი სისტემა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)