|
2021-03-16 17:11:25, 718 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - კოვიდინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს
კოვიდინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ე.წ ეპიდემიოლოგიური ინდიკატორი მიდის შედარებით დამშვიდებისკენ, თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. „ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს გარკვეულად ტენდენცია სერიოზული სტაბილიზაციის, რაც გამოიხატება როგორც ახალი შემთხვევების, ასევე სიკვდილიანობის კლებაში, ასევე დადებითობის მაჩვენებლის კლებაში, ანუ ყველა ე.წ ეპიდემიოლოგიური ინდიკატორი მიდის შედარებით დამშვიდებისკენ, მაგრამ ეს არავითარ საფუძველს დამშვიდებისა არ გვაძლევს, რამუთუ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ინციდენტობი მაჩვენებელი, რომელიც მერყეობს 1-2%-ს შორის, დღეს ისევ გარკვეულად, ასე ვთქვათ „მოიქნია კუდი“ და 1.8-ზე ავიდა, როდესაც ახალ შემთხვევათა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა - უკვე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ახალი შემთხვევები, ძალიან მაღალი ტესტირების ფონზე, დღეს სამწუხაროდ ისევ საკმაოდ მაღალ 29 600 ტესტის ჩატარების ფონზე, გვაქვს 537 ახალი შემთხვევა, რაც მანიშნებელია, რომ ინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესდეს, მითუმეტეს მოხდა ეტაპობრივად შეზღუდვების შემსუბუქება, რომელაც შესაძლოა გამოიწვიოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)