|
2021-03-15 22:26:14, 580 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ჩვენი პოზიცია მანამდეც ცნობილი იყო, პლებისციტი შესაძლებელი კომპრომისია
„ჩვენი პოზიცია მანამდეც ცნობილი იყო, პლებისციტი შესაძლებელი კომპრომისია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ექვსი პუნქტიდან, არის საკიხები რომელიც დროულად უნდა გადაწყდეს. „იმ ექვს პუნქტში არის პუნქტები, რომლებიც ბევრად სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს, რათა დანარჩენი პუნქტები დაიძრას. ეს რაღაც წინაპირობა კი არ არის, ფაქტობრივად ასეა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და საარჩევნო სისტემის რეგულაციის ცვლილებები. დანარჩენი საკითხები უმნიშვნელოა. იქ ასევე უნდა მოხდეს შეჯერება, რა გზით მივდივართ. სასამართლო რეფორმა ამ დღეებში შეიძლება, ვერ მოესწროს. უნდა გაირკვეს, პრინციპულად სად მივდივართ. მოწადინებული ვართ, რომ შედგეს შეთანხმება, ამაზე ჩვენც ვმუშაობთ მედიატორებთან. სანამ პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი იქნებოდა და სანამ მედიატორი დენიელსონი ჩამოვიდოდა, მანამდეც ცნობილი იყო ჩვენი პოზიცია, რომ პლებისციტი ჩვენთვის შესაძლებელი კომპრომისია. ჩვენი ამოცანაა, შედეგი დადგეს და რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)