19:57 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 21:07:27, 532 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - არსებობს პუნქტები, რომელბზეც „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც მოუწევს დათანხმება

„არსებობს პუნქტები, რომელბზეც „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც მოუწევს დათანხმება“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩენვებამდე მისასვლელი სხვადასხვა გზა არსებობს და შეხვედრისას ეს გზები განიხილეს.

„ჩვენი პოზიცია ცნობილია, პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას, მაგალითად, წარმოადგენდეს ნიკა მელია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს.

რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა არ მომხდარა.

გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე არსებობს სხვადასხვა და ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი.

არსებობს პუნქტები, რომლებზეც მოუწევს დათანხმება „ქართულ ოცნებასაც“ და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics