|
2021-03-11 13:39:05, 527 ნახვა
სამართალი
ვახო სანაია მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-ში დაიბარეს
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ვახო სანაია მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის მასალების გასაცნობად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც სანაიამ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ მუქარის შემცველ შეტყობინებებებთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს. „აქ არ ირკვევა მხოლოდ ჩემი საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მედიისთვის, როიმ ეს პრეცედენტი შეიქმნას. ეს იყო ჟურნალისტური საქმიანობის გამო თავდასხმა. აქედან გამომდინარე, ყველა ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ეს საქმე. ეს არის ჩემი მკაფიო გზავნილი. ჩვენ მივაწვდით პროკურატურას ყველანაირ ინფორმაციას იმ შემოთვლებზე და მონაწერებზე სატელეფონო თუ სოციალური ქსელებით კომუნიკაციაზე, გაფრთხილებით, რჩევით თუ მუქარის სახით შეტყობინებებზე. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ჩავაყენებთ პროკურატურას“, - განაცხადა ვახო სანაიამ. შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)