01:18 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 12:11:57, 636 ნახვა

სამართალი
გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს გარდაცვლილი 8 თვის ჩვილის მამას პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

36 წლის მამაკაცს ბრალი 10 მარტს, ყვარლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარედგინა.

დაკავებულს ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, 36 წლის ზურაბ შავლიაშვილმა მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics