|
2021-03-09 20:48:35, 616 ნახვა
კომენტარი
მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაზე - ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის მივცე, ვის დავადო ვის უნდა შევუთანხმდე? ჟურნალისტებს? ანგაჟირებულ მრევლს?
„ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის მივცე, ვის დავადო ვის უნდა შევუთანხმდე? ჟურნალისტებს? ანგაჟირებულ მრევლს?“, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხრადი ფაქტი წინასწარ დაგეგმილი იყო. „რა ტენდენციაა ეს, რომ საკუთარ რეზიდენციაში გეჭრება ამდენი ხალხი და არ გაცლის მღვდელმთავარს კრება ჩაატარო?! რა ტენდენციაა, რომ მღვდელმთავარს, რომელსაც არ ემორჩილება მისი დიაკონი, რომელიც მოწოდებული იყო ორჯერ რომ დამდგარიყვნენ მსახურებაზე და უარი განაცხადეს, მღვდელმთავარს უფლება არ აქვს თავისი დიაკონი, რომელიც არ ემორჩილება, იმას განაჩენი გამოუტანოს და დასაჯოს? მე ვერ ვხვდები ჩართულობას. ეს არ არის მრევლის ჩართულობა, ეს არის ეკლესიაში რომ ეძებს პროვოკაციას, წინასწარ დაგეგმილს. ვინც იქ მივიდა მარტვილელები არცერთი არ იყო, იყვნენ ჩამოსულები ზოგი ქუთაისიდან. რა ესაქმებათ? ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის მივცე, ვის დავადო ვის უნდა შევუთანხმდე, მაპატიეთ, ჟურნალისტებს? ანგაჟირებულ მრევლს? არ მესმის ეს რა არის, აღშფოთებული ვარ. მით უმეტეს, ძალადობით შეჭრა მღვდელმთავრის პირად საკუთრებაში, როცა კრება მიმდინარეობს. ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. ხალხი, რომლებიც „ბალკონიდან“ გადმოცვივდნენ, გარედან აღებდნენ კარს... იქ იყვნენ ჩასული ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ პროვოკაცია გამოეწვიათ და ეს გამოუვიდათ. ვერ ვიგებ ეს მოდიფიცირებული ეკლესიურობაა, მოდიფიცირებული „ახალი მრევლი“ თუ რა ხდება?!”,- განაცხადა მეუფე ანტონმა.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)