|
2021-03-09 16:16:58, 604 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - მოსამართლემ შაქარაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით უზენაეს სასამართლოში ადგილი იყიდა
„მოსამართლემ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებით უზენაეს სასამართლოში ადგილი იყიდა“, - ამის შესახებ მცხეთი სასამართლოს დასრულების შემდეგ არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ განაჩენს ვერანაირ შეფასებას ვერ მისცემს. „რა შეფასება უნდა მივცე ამ გადაწყვეტილებას, არ ველოდით ნამდვილად, თუმცა ამით ბიძინა სტურუამ იყიდა ადგილი უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ. შეგახსენებთ, რომ მცხეთი რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ დაკავებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლით თავისუფლების აღლვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება გიორგი ქვრივიშვილსა და არასრულწლოვანს ზ.ხ-ს მათ პატიმრობის ვადაზე სასამართლო 16 მარტს იმსჯელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)