|
2021-03-09 15:38:25, 569 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - მკვლელობა ყველა ბრალდებულმა ჩაიდინა, ერთადერთი მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენია
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. როგორც მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა ის ელემენტი, რომელიც საჭიროა მკვლელობის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას დაადასტურა. „ბრალდების მხარე თავის მტკიცებულებებში დარწმუნებულია. დარწმუნებულია იმაში, რომ ყველა ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა. ყველა ის ელემენტი, რომელიც საჭიროა მკვლელობის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას დაადასტურა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მოლოდინი, რაც დღეს არსებობს, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. უამრავი პირდაპირი მტკიცებულებაა საქმეში, რაც პირდაპირ უთითებს შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობას“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს საბოლოო განაჩენი რამდენიმე წუთში გამოცხადდება. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ და ა.ქ. არიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)