|
2021-03-09 14:30:00, 447 ნახვა
სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის განკუთვნილი ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქუტურული პროექტების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის განკუთვნილი ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა. . დღეიდან სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და საექსპერტო შემოწმება ახალ, თანამედროვე სტანდარტის შენობაში განხორციელდება. სერვისი სრულად არის მორგებული მოქალაქეთა კომფორტულ და სწრაფ მომსახურებაზე. შენობა დაყოფილია 12 გამტარ პუნქტად და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის შესაბამის პუნქტებში გადანაწილდნენ. ასევე, ცალკე გამოიყო სატვირთო ავტომობილების დასათვალიერებელი 2 გამტარი პუნქტი. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, აღსანიშნავია, რომ სერვისის მიღების მსურველი ადგილზე, მანქანიდან გადმოუსვლელად მიიღებს დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმების აქტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)