|
2021-03-09 13:13:11, 725 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - შემაშფოთებელია, თუ ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარება მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე გახდება დამოკიდებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ენერგომოხმარება დღევანდელი 12 მილიარდი კილოვატსაათიდან სულ მცირე 21 – 22 მლრდ კვსთ-მდე გაიზრდება, ანუ პრაქტიკულად გაორმაგდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა. „ეს ნიშნავს, რომ უნდა გადავწყვიტოთ, შემდგომ 10 წელიწადში საიდან ვიღებთ დამატებითი 32 მლრდ კვსთ ენერგიას - სწორედ ამდენი დაგვჭირდება დამატებით, რომ უზრუნველყოთ ეკონომიკის და ცხოვრების დონის ზრდა და იქნება თუ არა ეს ენერგია არსებითად წარმოებული ჩვენს საკუთარ ჰიდროსადგურებზე (და, შესაბამისად, დარჩება თუ არა ქვეყანაში დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი, რაც არის ამ მოცულობის მიახლოებითი ღირებულება), თუ მოსახლეობის მიერ გადახდილი ეს ფინანსური რესურსი გავა ქვეყნის გარეთ იმპორტის შესაძენად და შესაბამისად, მოხმარდება რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, კიდევ ერთი ალტერნატივა არსებობს - ჰიდროსადგურების ნაცვლად დამატებით დაახლოებით 1000 მეგავატის სიმძლავრის გაზზე მომუშავე თბოსადგურების აშენება, რაც 10 წელიწადში დამატებით 900 მლნ დოლარის ღირებულების გაზის იმპორტს მოითხოვს. თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში ამ თანხით გავაძლიერებთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს. „არავინ ამბობს რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს. მაგრამ შემაშფოთებელია, თუკი ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარება ასეთი დიდი და მზარდი დოზით დამოკიდებული გახდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე, მაგალითად, ჩვენი მოსახლეობისთვის მიწოდებული დენის ფასი დამოკიდებული იქნება რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ეკონომიკურ ვითარებაზე და ენერგოპოლიტიკაზე, ანუ იმპორტული ენერგორესურსების ფასებზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ კრიტიკულ შემთხვევაში, ჩვენი ენერგოსისტემის ავარიული გამორთვისას, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ მომხმარებლების ელექტრომომარაგებას ერთი საათის განმავლობაშიც კი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)