21:15 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-06 22:00:30, 720 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვაქცინა ქვეყანაში მაქსიმუმ მარტის თვის ბოლოდან შემოვა

„ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვაქცინა ქვეყანაში მაქსიმუმ მარტის თვის ბოლოდან შემოვა.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვაქცინაციის საკითხზე იყო საუბარი. ჩვენ მიუხედავად რთული მდგომარეობისა ვაქცინასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საქართველოს ეხება ეს, და იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ ვაქცინაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ყველაზე გვიან პერიოდს ვიტყვი, იმისთვის, რომ მართლები ვიყოთ საზოგადოების წინაშე - ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს და შემოვა საქართველოში ვაქცინა. საუბარია „ფაიზერზე“, „ასტრაზენეკაზე“.

სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა და ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და ეტაპობრივად მოხდება, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის აცრა და შემდეგ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics