16:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 23:10:07, 585 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ სოფელ სართიჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სოფელ სართიჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ „ესპრესნიუს“ საქართველოს გენერალურმა პრურატურამ განუცხადა.

 „საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის მუნიციპლიტეტის სოფელ სართიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ზ. ს.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარების, ხოლო ზ. მ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 3 მარტს, სოფელ სართიჭალაში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ზ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზ.ს.-ს თავისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენა.

აღნიშნულის შემდგომ ზ.ს.-მ შურისძიების მოტივით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ავტომანქანაში მყოფი შ.ქ.-ს, თ.გ.-ს და ზ. მ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შესეგადაც მიღებული დაზიანებებით შ.ქ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო თ.გ. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად  სიკვდილს გადაურჩა“, - აცხადებენ უწყებაში.

ზ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება), ხოლო ზ.მ.-ს  19 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics