|
2021-03-05 16:51:59, 526 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: მოვთხოვთ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად
ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესთან" გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების განხილვა იყო. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, მათ შორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს არა უბრალოდ რიგით კვალიფიკაციებზე და რიგით პროფესიებზე, არამედ მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე. „ამისთვის აუცილებელია ცოდნა და ჩვენ მოვთხოვთ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს მათი მომზადება/გადამზადება, რომ მოსახლეობამ მეტი გამოცდილება შეიძინოს და ეს პროექტი მთლიანად საქართველომ გამოიყენოს იმისთვის, რომ უფრო მაღალი რანგის ინჟინრები მომზადდნენ. თვითონ ჩაერთონ და იმუშაონ. შესაბამისად, ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება და ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა „შეხვედრა შეხვედრისთვის" - ეს შეხვედრა არის ჩვენთვის, მთავრობისთვის გზამკვლევი, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ პროექტის საწყის ეტაპზე გავითვალისწინოთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)