|
2021-03-05 16:49:46, 555 ნახვა
კომენტარი
ამ ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას - მერაბ გაფრინდაშვილი „ნამახვანჰესის“ შესახებ
„საუბარი იმაზე, რომ კაშხალი შენდება სუსტ გრუნტებში, სიცრუეა. კაშხალი განთავსებულია მტკიცე ორპირიტულ ქანებში, რომლებიც ერთ-ერთი მტკიცე, მდგრადი ქანებია. ყველაზე დიდი მეწყერი, რომელიც ამ ზონაში წყალსაცავის არეალშია მოქცეული, ეს არის ბერჩის მეწყერი, თუმცა იმ ტიპისაა, რომ ერთიანი მოწყვეტა და 34 მეტრიანი ტალღის გამოწვევა არ შეუძლია. ეს ზონა 170 მლნ კუბური მეტრის ტევადობის სივრცეა, რაც ძალიან დიდი ტევადობაა და გამორიცხულია, 34 მეტრიანი ტალღა წარმოიშვას. აღსანიშნავია, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნება სამკურნალო ბალნეოლოგიურ წყლებს. სულ სხვა მორფოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ ზონაში მდებარეობს კურორტი წყალტუბო და სხვა ზონაშია მდინარე რიონის ხეობის ის ზონა, სადაც ნამახვანის ჰესი უნდა აშენდეს. ასევე, არავითარი კარსტული ქანები აქ არ არის. კარგი იქნება, მშენებლობის ეტაპზე საინიციატივო ჯგუფს თუ ჩამოვაყალიბებთ. ამ ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი, აღიარებული კონსტრუქტორები, გეოლოგები, მშენებლები და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას. სეისმური თვალსაზრისით, ბევრად უფრო სეისმურ ზონაში მდებარეობს ენგურჰესი, ვიდრე ნამახვანი. გაშლის სიმაღლე იქ 275 მეტრია, აქ 105 მეტრი. მზად ვართ კერძო და საჯარო საუბრებისთვის და უფრო ობიექტურად მივუდგეთ მშენებლობის საკითხს“ - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)