|
2021-03-05 11:26:04, 499 ნახვა
სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ. ბრალდების მხარე პატიმრობაში დატოვების, ხოლო დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წაყენებულ ბრალდებას აღიარებენ. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები აღიარებენ ბრალს. თუმცა ბრალდების მხარეს მოტივაციაში ჩაწერილი აქვს პოლიტიკური შეუწყნარებლობა, რომელსაც ჩემი ბრალდებულები არ თანხმდებიან. მოტივს არ ეთანხმებიან, რადგან ამბობენ, რომ პოლიტიკური მოტივები არ გააჩნდათ და სიმთვრალის ნიადაგზე სპონტანურად წამოჭრილი ქმედება იყო“, - განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ გორში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 4 პირი თავს 2 მარტს დაესხა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)