|
2021-03-04 16:53:45, 1003 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები განიხილეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2021 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აჭარის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მთიანჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კუთხით, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საინტერესო პროექტების განხორციელება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, რომლებიც წელსაც გრძელდება. მათ შორისაა კანიონინგი უჩხოში, ახალი ტურისტული პროდუქტი ჩირუხში, ხიხანზე ასასვლელი ბილიკი და ახალი საპიკნიკე ზონების მოწყობა მთიანაჭარაში. წელს, რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით მთავარი აქცენტი შიდა ტურიზმის სტიმულირებასა და საერთაშორისო პლატფორმებზე, მედია საშუალებებში რეგიონის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებაზე გაკეთდება. სერვისის მიმართულებით მთავარი აქცენტი კი ისევ კოვიდსტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დანერგვაზე გაკეთდება. გასული წლის მსგავსად, წელსაც იგეგმება საინტერესო პროექტები გიდებისა და ტურისტული სააგენტოების მხარდასაჭერად, მათ შორის ტრენინგები და ინფოტურები მთიანიაჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)